|
2019-11-08 12:15:57, 1036 ნახვა
საზოგადოება
„პოლიციასთან შეხლა-შემოხლაც არ არის გამორიცხული“ - ვასაძის გუნდი ფილმის ჩვენების ჩასაშლელად ემზადება
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება და, მხარდამჭერებთან ერთად, პრემიერის ჩაშლას გეგმავს. როგორც მისმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა კოტე მორგოშიამ "მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა, პროტესტის ფორმა სიტუაციის მიხედვით შეირჩევა. მისი თქმით, არც პოლიციასთან შეხვა-შემოხლა იქნება გამორიცხული: "გაპროტესტების ფორმა გვექნება, რასაც სიტუაცია მოიტანს, ჩაფიქრებული რაც გვაქვს, აქ ვერ გავშლით. პირდაპირ გეუბნებით, ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს უზნეობა არ დავუშვათ. ჩვენი მიზანია, რომ ეს არ შედგეს. ასეთი პრეცედენტი "სუხიშვილებში" არ ყოფილა და ამიტომაცაა ჩვენი სიამაყე და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს ბლოკირება იქნება. პოლიციასთან ერთად, შეხლა-შემოხლა იქნება მეტნაკლებად... ჩვენ ახლა ცემა-ტყეპას არ ვაპირებთ მით უმეტეს ძალოვნების. "ესენი საერთოდ უნდა აიკრძალოს, დასასჯელია ეს ხალხი უმკაცრესად. ჩვენ საკანონმდებლო დონეზე ამას მოვამზადებთ, რომ ნებისმიერი სექსუალური პროპაგანდის წინააღმდეგ იყოს კანონი მიღებული. ჰეტეროსექსუალი იქნება, ჰეტეროსექსუალი იქნება, ლესბოსელი თუ სხვა," - აღნიშნა მორგოშიამ.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)