|
2019-11-05 11:35:37, 904 ნახვა
საზოგადოება
იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძე საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW), ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი და სამომავლო პროექტები განიხილეს. მინისტრმა იძულებით გადაადგილებულ პირთა სერვისების და პირობების გაუმჯობესების საკითხის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დევნილების დასაქმება და საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კუთხით კი გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. საერთაშორისო პარტნიორებთან სამმხრივი ხელშეკრულება 2019 წლის თებერვალში გაფორმდა. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკვე დაწყებულია 31 კერძო სახლის მშენებლობა, მარნეულში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის, საერთო ჯამში კი - 236 სახლი აშენდება. ამას გარდა მოხდება 10 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და მშენებლობა - პროცესი უკვე დაწყებულია ხონში, სენაკში და ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში. განხორციელდება 24, მცირე მასშტაბის, ინფრასტრუქტურული პროექტი. შემოსავლის გაჩენისა და დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით უკვე გაიცა 150-მდე გრანტი, საერთო ჯამში კი 366 გრანტის გაცემა მოხდება. პროექტის ფარგლებში 260-მდე დევნილი პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლის. დასავლეთ საქართველოში, პროფესიული განათლებისა და უნარების გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე საგანმანათლებლო ცენტრიც აშენდება. შეხვედრას დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მ.შ. ესწრებოდა. ბესარიონ სიმონიშვილმა, საერთაშორისო პარტნიორების დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, სახელმწიფო 2020 წლისთვის გეგმავს 6000 დევნილი ოჯახის ბინებით უზრუნველყოფას, აქედან 3000 ოჯახისთვის ახალი ბინების გადაცემა მოხდება, დანარჩენს კი არსებული დაუკანონდებათ. ამას გარდა, მომდევნო წლის ბოლომდე, ბინები გადაეცემათ ეკომიგრანტებსაც. მათ შორის 200 ახალი, 500 კი - დაუკანონდებათ. ბესარიონ სიმონიშვილის თქმით, პრიორიტეტად რჩება დასაქმება და საარსებო წყაროების მიმართულება, ამ კუთხით 150 ბენეფიციარს უკვე გადაეცა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ტექნიკა. მომდევნო წლისთვის კი აღნიშნული რიცხვის გაორმაგება იგეგმება. (NS)
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)