|
2015-01-24 17:40:09, 944 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური: ალექსანდრე ჭიკაიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის შესახებ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. როგორც გომელაურმა განმარტა, ჭიკაიძე გადადგა იმისათვის, რომ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვები არ გაჩნდეს. „ეს ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილება იყო და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ მის მიმართ გაისმა ბრალდებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თითქოს ის მკვლელობებს მფარველობდა. მისი გადაწყვეტილება სწორი იყო, რადგან ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, ეჭვი არავის შეეპაროს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ცნობისთვის, სამების საკათედრო ტაძარში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს. სამების ტაძარში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)