|
2019-10-31 16:35:15, 1629 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა სინოდის სხდომაზე, იძულებული გავხდით, ხელით გაგვეყვანა
"მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, ჩვენ იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა", - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა საპატრიარქოში გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეუფე პეტრე სხდომაზე ცდილობდა, სინოდს "მისი შიშით სწორი გადაწყვეტილება არ გამოეტანა". „მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, რომ იძულებული გავხდით სხდომიდან ხელით გაგვეყვანა. ის საკმაოდ შეურცხმყოფელი სიტყვებით საუბრობდა. გარდა ამისა, მეუფე პეტრემ სინოდის სხდომაზე აბსოლუტურად სხვა საკითხებზე ისაუბრა. ფაქტიურად, სინოდს ისეთ დღეში აყენებდა, რომ მისი შიშით ჩვენ სწორი გადაწყვეტილება არ გამოგვეტანა. ვუხსნიდით, რომ ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მით უფრო სასულიერო პირებისთვის და მითუმეტეს პატრიარქისთვის მხილების ფორმა არ არის. საერთოდ, მხილება განსხვავდება ცილისწამებისგან იმითი, რომ მხილებისას ჯერ არგუმენტებია წარმოდგენილი და მერე დასკვნა კეთდება, ხოლო ცილისწამებაა, როდესაც ჯერ ამბობ და მერე პირდები საზოგადოებას და წმინდა სინოდს, რომ შემდეგ წარმოადგენ არგუმენტებს. მეუფე პეტრე მთლიანად არ მოკვეთილა საპატრიარქოდან, რადგან საბოლოო დასკვნა სინოდის სხდომის ოქმში იქნება. იგი მღვდელმთავრის თანამდებობიდან გათავისუფლებულია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)