|
2019-10-29 12:48:02, 1196 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს და უკრაინის ჰიდროგრაფიულ სამსახურებს შორის ასოცირებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურსა“ და უკრაინის სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს შორის ასოცირებისა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა დოკუმენტს ხელი დღეს ბათუმში მოაწერეს. მემორანდუმი ორი ქვეყნის ჰიდროგრაფიულ სამსახურებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. კერძოდ, შუქურების დამეგობრების პროექტის ფარგლებში მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას ისტორიული ღირებულების მქონე შუქურების, მათი მოვლა-შენახვისა და ტექნოლოგიური განვითარების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, ამასთან შუქურების ორგანზაციების საერთაშორისო ასოციაციის (IALA) რეკომენდაციის გათვალისწინებით უწყებები აქტიურად იმუშავებენ ისტორიული მნიშვნელობის მქონე შუქურების ტურისტული პოტენციალის განვითარების და ჰიდროგრაფიული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. ბათუმში გამართული შეხვედრის ფარგლებში, ჰიდროგრაფიული სამსახურების ხელმძღვანელებმა შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და საზღვაო სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ტექნიკურ სამუშაოებზე ისაუბრეს. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, ბათუმისა და ოდესის ოლქის სანჟეისკის შუქურების დამეგობრების პროექტის ნიშნად მხარეებმა ბათუმის შუქურაზე სიმბოლური დაფა გახსნეს, ანალოგიური დაფის განთავსება იგეგმება უკრაინის სანჟეისკის შუქურაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)