|
2019-10-29 11:46:04, 1013 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის“ ღონისძიება „სპეც-ტექნიკის დღეები“ გამართა
კამპანიის „თეგეტა შენთან ერთად ბიზნესისთვის“ ფარგლებში 26 ოქტომბერს, თეგეტა მოტორსმა შვილობილ კომპანიებთან, თეგეტა თრაქ ენდ ბასთან და თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენტთან ერთად გამართა მასშტაბური ღონისძიება „სპეც-ტექნიკის დღეები“ შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“. თეგეტა მოტორსი , შვილობილ კომპანიებთან ერთად, არაერთი წელია ოპერირებს სპეც-ტექნიკის მიმართულებით და ხელს უწყობს ადგილობრივი პროექტების განხორციელებას, აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თანამშრომლობის ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანიები სარგებლობენ ჰოლდინგის მიერ შეთავაზებული მსოფლიოს წამყვანი პრემიუმ ბრენდების პროდუქციით და მათი შემდგომი მომსახურებით. „სპეც-ტექნიკის დღეებზე“ წარმოდგენილი იყო გერმანული უმსხვილესი ბრენდი MAN-ის, ბრიტანული #1 სამშენებლო ტექნიკის ბრენდი JCB-ისა და საგზაო ტექნიკის და ასფალტის ქარხნების შვეიცარული მწარმოებელი Ammann-ის პროდუქცია. ღონისძიების პირველი ნაწილი შედგა სამშენებლო ობიექტზე, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ ადგილზე ენახათ სპეც-ტექნიკის მუშაობა, შეეფასებინათ მათი შესაძლებლობები და უპირატესობები. ღონისძიების მთავარი პარტნიორი გახლდათ ბიზნესის ხელშემწყობი #1 ბანკი თიბისი და ლიდერი სალიზინგო კომპანია თიბისი ლიზინგი.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)