16:24 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 14:42:12, 1691 ნახვა

საზოგადოება
ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპის და ევრაზიის ქსელის თავმჯდომარედ ქართველი მეცნიერი აირჩიეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის უფროსი გიორგი ღამბაშიძე ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპის და ევრაზიის ქსელის (EUROSOLAN) თავმჯდომარედ 2 წლის ვადით აირჩიეს. 

დამფუძნებელი შეხვედრა, მოლდოვაში, ქ. კიშინოვში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით გაიმართა.

შეხვედრაზე  EUROSOLAN-ის მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. ამავე შეხვედრაზე შეიქმნა  თემატური ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის მეთოდების ჰარმონიზაციაზე ევროპის მასშტაბით და ლაბორატორიათა შორის შედარებითი კვლევების საფუძველზე შეარჩევენ საუკეთესო მეთოდებს, რომლებიც  ნიადაგის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, ნიადაგის რეგიონული და გლობალური თემატური რუკების შექმნისა და ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის (GLOSIS) პერიოდული განახლებისთვის იქნება გამოყენებული.

EUROSOLAN ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის (GLOSOLAN) რეგიონულ კავშირს წარმოადგენს, სადაც, ევროპის ქვეყნების ლაბორატორიებთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაც არის  გაწევრიანებული. 

ამასთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს  შესაძლებლობა ეძლევა 2020 წელს EUROSOLAN-ის მეორე შეხვედრას საქართველოში უმასპინძლოს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცენტრის საქმიანობის წარმოჩენას და ევროპელ პარტნიორებთან სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics