|
2019-10-28 14:39:44, 1569 ნახვა
საზოგადოება
M1 კატეგორიის ავტომობილების მძღოლები 1-ელი ოქტომბრის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან
მსუბუქი M1 კატეგორიის ავტომობილების მძღოლები 1 ოქტომბრის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, ნინო წილოსანის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" პირველი მოსმენით განიხილეს. კანონპროექტი პრინციპების დონეზე გოგა გულორდავამ წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტი წარმოადგენს ერთჯერად, ჰუმანურ აქტს, რომლის მიღების შედეგად, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის 2019 წლის პირველ ოქტომბერს სახდელდადებული პირები, რომლებზეც 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში გაცემული იყო საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვა და რომელთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2019 წლის 1 ოქტომბერს დადგა მოცემულობა, როდესაც მსუბუქი M1 კატეგორიის ავტომობილების მძღოლები, რომლებიც ახორციელებდნენ მგზავრების გადაყვანას, დაჯარიმდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. კერძოდ, სანებართვო პირობების დარღვევისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე მგზავრთა გადაყვანისათვის. ამ ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების შედეგად, პირველ ოქტომბერს ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირები გათავისუფლდებიან ჯარიმისა და შესაბამისი საურავის გადახდისაგან. ეს შეეხება 707 ადამიანს, ჯამური თანხა კი 89 900 ლარს შეადგენს. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)