|
2019-10-25 19:11:20, 2688 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში იენს სტოლტენბერგს შეხვდა
ბელგიის სამეფოში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან პირველად ორმხრივი შეხვედრა გამართა. მინისტრმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ურყევი მხარდაჭერისთვის ალიანსის პირველ პირს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მთავრობის მიდგომა ნატოსთან ყველა არსებული მექანიზმის წარმატებულ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), როგორც თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი, საქართველოს ალიანსის წევრობისთვის ამზადებს. მისივე თქმით, თავდაცვის უწყება განაგრძობს ტრანსფორმაციის პროცესს, რაც ნატოსთან ურთიერთთავსებადობის კიდევ უფრო გაზრდას და აგრესიის შესაკავებლად თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა და ნატოს ეგიდით „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუციაც იყო. ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი და მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ალიანსის ერთ-ერთი ახლო პარტნიორი ქვეყანა, აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და საერთაშორისო უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას ავღანეთში ამჟამად არსებული კონტინგენტის რაოდენობით განაგრძობს.
(NS)
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)