|
2019-10-24 12:56:15, 1261 ნახვა
საზოგადოება
შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შეიქმნა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, კომისიის შემადგენლობაში ათი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები იქნებიან. „1990-იანი და 2008 წლის შეირაღებული კონფლიქტების შედეგად დაკარგულად ითვლება 2 500-მდე ადამიანი. 2010 წლიდან წითელი ჯვრის ეგიდით ფუნქციონირებს ორი მექანიზმი ორმხრივი, ქართულ-აფხაზური და სამმხრივი- ქართულ-რუსულ ოსური მექანიზმი, რომელთა ფარგლებში დღემდე მოხერხდა 187 სამარხის გახსნა და და იდენტიფიცირებულია 178 პირი, მათი ნეშტები დაუბრუნდა ოჯახებს. თუმცა საერთო ციფრს თუ შევადარებთ, ცხადია, აშკარა ხდება, რომ 2 300 ადამიანი კვლავ რჩება უგზო-უკვლოდ დაკარგულად სიაში, რაც არის ძალიან დიდი ციფრი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავებს, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს მუშაობა, რა თქმა უნდა, წითელ ჯვართან ერთად, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში. ამ კომისიის ამოცანაა ის, რომ ჩვენ შევძლოთ ძალიან ინტენსიურად და მაქსიმალურად კოორდინირებულად პროცესის წარმართვა, მით უფრო, წითელი ჯვრის მიმდინარე პროექტის ფაზა 2021 წლის ბოლომდე გრძელდება და გვინდა, ეს პერიოდი გამოვიყენოთ მაქსიმალურად", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)