|
2019-10-23 10:58:11, 2434 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებს "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" მიღებისთვის მადლობას უხდის. როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, "საქართველოს მხარდამჭერის აქტის" მიღება იმის დასტურია, რომ ამერიკა ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია. მისივე შეფასებით, აქტი საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს უფრო აძლიერებს. "ქართველი ხალხის სახელით ამერიკის წარმომადგენელთა პალატას "საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. აღნიშნული აქტი წარმოადგენს პირველ დამოუკიდებელ კანონმდებლობას, რომელიც საქართველოს ეხება და ჩვენი პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას ეძღვნება. ამერიკა ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორია. საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვით, ეკონომიკურ და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კავშირებს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ამერიკასთან უფრო ახლო ურთიერთობები დაგვეხმარება მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში, ძლიერი საშუალო კლასის ჩამოყალიბებაში და აგრეთვე საქართველოში მდგრადი უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ხსენებული აქტის მიღება ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ამერიკაში ძლიერი და ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე, როგორიცაა თავისუფლება და დემოკრატია", - წერს გიორგი გახარია Twitter-ის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)