|
2019-10-22 11:52:48, 892 ნახვა
საზოგადოება
თბილისში „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
21-22 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Tbilisi-Marriot-ში, საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (ასოციაციაТМТМ) განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ უმასპინძლა. სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო შუა დერეფანში (Middle Corridor) რამდენიმე სახეობის ახალი ტვირთის დამატებასა და ერთიანი, გამჭოლი სატარიფო პოლიტიკის საკითხებს. შეხვედრის ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება ,,TIS-საკონტეინერო ტერმინალის“ (უკრაინა) და ,,ბაქო გოვსანის საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტის“ (აზერბაიჯანი) ასოციაცია ТМТМ-ში გაწევრიანების შესახებ. ასევე, ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება შავ ზღვაზე პორტ კონსტანციდან ბათუმის პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემის დანიშვნისა და რეგულარული მიმოსვლის შეთანხმებას. სხდომაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებს შორის, ინფორმაციის ავტომატიზირებულად გაცვლის შესახებ, რაც შუა დერეფანში გადაზიდვის საერთო ეფექტურობას გაზრდის და საკონტეინერო გადაზიდვებს შეუწყობს ხელს. სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებისაგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფებმა ТМТМ-ის მარშრუტის 2020 წლის სატარიფო პოლიტიკაზეც იმსჯელეს. თბილისში გამართულ შეხვედრაში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, პოლონეთის, თურქეთისა და საქართველოს სარკინიგზო ადმინისტრაციების, პორტებისა და ლოგისტიკური კომპანიების 60-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს.
(R)
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)