|
2019-10-21 14:23:36, 2463 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ზემო ავსტრიის სახელმწიფო საბჭოს დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრი მაქს ჰეიგელსბერგერი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სოფლის მეურნეობის დარგში ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ავსტრიელ მეგობრებს ვმასპინძლობთ. მსურს მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს მხარდაჭერისა და არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებისთვის. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას როგორც ცოდნის გაზიარების, ისე დარგობრივი საქმიანობის კუთხით. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა მჭიდრო და წარმატებული იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მემორანდუმის ფარგლებში, ავსტრიელი სპეციალისტები მარცვლეული კულტურების ახალი ჯიშების საქართველოში დანერგვისა და გამოცდის, ასევე აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით ქართველ კოლეგებს ცოდნას გაუზიარებენ. მხარეებს შორის თანამშრომლობა გაღრმავდება მარცვლეული კულტურების პროდუქტიულობის გაზრდის, მეთესლეობის დარგის განვითარების, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ტყისა და მთის მდგრადი მართვისა და დარგობრივი განათლების მიმართულებითაც. როგორც ზემო ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, მაქს ჰეიგელსბერგმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო ევროპული ქვეყანაა და მას ავსტრიასთან ბევრი საერთოც აქვს. „დღეს, საქართველოში ვიმყოფებით, რომ დაგიდასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა არაერთი მიმართულებით. ჩვენ ქვეყნებს ბევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის მცირე მეურნეობები. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნებს შორის აგრარულ დარგში თანამშრომლობის მიმართულებით, პირველი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გვექნება განათლების, აგროტურიზმის და ბიომასის წარმოების განვითარების მიმართულებით წარმატებულად ვითანამშრომლოთ“,- განაცხადა მაქს ჰეიგელსბერგერმა. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა და მაქს ჰეიგელსბერგერმა პრესკონფერენციის ფორმატში ავსტრიელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისი ოფისის ხელმძღვანელი გერჰარდ შაუმბერგერი, მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)