|
2019-10-21 13:27:03, 1558 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით NASA Space Apps Challenge-ს საქართველომ პირველად უმასპინძლა
2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ისეთ ინოვაციურ თემებზე მუშაობა, რომელიც მიმართულია კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატიკის მოგვარებისკენ. მაგალითად, როგორიცაა გლობალური დათბობა და მისი მავნე შედეგები, ოკეანის გასუფთავება მავნე ნივთიერებებისა და ნაგვისგან, მთვარის მტვრის იდენტიფიცირება და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების მექანიზმები და ა.შ. ჰაკათონის ფარგლებში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში გამართული Space Apps Challenge-ის მონაწილეებს, საქართველოშიც ჰქონდათ ხუთი სამუშაო თემა: ოკეანეები, მთვარე, მზის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები, გზა დედამიწიდან ვარსკვლავებისკენ, ცხოვრება ჩვენს სამყაროში. თემის არჩევის შემდეგ, მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში იმუშავეს ისეთ პროექტებზე როგორიცაა: ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრა, ვიდეოთამაშის მოფიქრება კოსმოსური ნარჩენების შესაგროვებლად; ციფრული გლობუსის ვებაპლიკაციის შექმნა, რომელიც დედამიწის სამეცნიერო მონაცემების ვიზუალიზაციას NASA-ს Web WorldWind-ის გამოყენებით შეძლებს და სხვა. „საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განხორციელების მხარდაჭერა. განსაკუთრებით ისეთი ფორმატისა, რომელშიც გამორჩეულ და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით ინოვაციების ხელშეწყობა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად იმართება 200 სხვადასხვა ადგილას და 48 საათი მიმდინარეობს. ის ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა. ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც შეუსრულდა 18 წელი და დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით. პირველ და მეორე ადგილზე გასულ პროექტებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებულია გუნდი Algien პროექტით- Nature at work, რომელიც ორიენტირებულია წყლის რესურსების მართვისა და რისკების შემცირების სფეროში მწვანე ინფრასტრუქტურის რთული ამოცანების გადაჭრაზე. ასევე, გუნდი Baby Shark პროექტით- Ship chain- რომელიც ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრას ემსახურება. NASA Space Apps Challenge ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ.
(R)
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)