06:54 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 12:06:31, 2288 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ფინეთის ელჩსა და ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინეთის რესპუბლიკის ელჩს, არია ინკერი მაკკონენსა და თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას უმასპინძლა. 

გაცნობით შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და ფინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  

ირაკლი ღარიბაშვილმა ფინეთის მხარეს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა  გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი ქვეყნების ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ფორმატი საქართველოს ფინეთთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა  ფინეთის როლი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში, ფინური მხარის მიერ გამოცდილების გაზიარება ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემუშავებაში და ფინეთის აქტიური ჩართულობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში (EUMM).

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics