12:12 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-20 19:18:58, 2261 ნახვა

საზოგადოება
ბარსელონას აეროპორტში დარჩენილია მხოლოდ შვიდი მოქალაქე რომლებიც თბილიში დღესვე დაბრუნდებიან

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ შვიდი მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეების მგზავრობის ალტერნატიული მარშრუტი საქართველოს ავიახაზებთან შეთანხმების შედეგად უკვე გარკვეულია და ისინი სავარაუდოდ დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით.

„როგორც ცნობილია, ბარსელონაში შექმნილი სიტუაციისა და თვითმფრინავის მიღების და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო, თბილისიდან 20 ოქტომბერს დაგეგმილი რეისი ბარსელონის მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, გაუქმდა ბარსელონა-თბილისის რეისიც. საქართველოს ავიახაზების მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული იყო შექმნილი ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მგზავრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. რეისის გაუქმების შედეგად შექმნილი ვითარების გამო ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო დაუყოვნებლივ ჩაერთო პროცესში და გენკონსულმა პირადად მოინახულა აეროპორტში მყოფი მოქალაქეები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics