12:12 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-20 11:59:32, 2614 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელი - ტურისტული და ფულის მხარჯველი რუსეთი გვინდა და კულტურული არ გვინდა?

“ტურისტული და ფულის მხარჯველი რუსეთი გვინდა და კულტურული და სპორტული ტურისტი არ გვინდა?” – ასე პასუხობს “მეგა ტვ”-ს  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ მოსკოვის თეატრის ვიზიტის გამო გამოთქმულ პროტესტს.

“მესხიშვილის თეატრს ჰყავს 6 დამეგობრენული თეატრი, მათ შორის ერთ-ერთია მოსკოვის ,,ნიკიტკის კარიბჭესთან” , რომლის რეჟიშორიც  დიდი ებრაელი და ჩვენი  დიდი მეგობარი მარკ როზოვსკია. ჩვენ ამ თეატრთან მემორანდუმი გვაქვს გამოფრემული, ეს არის კულტურული ურთიერთობა. ჩვენ  თეატრთან ვახორციელებთ პროექტებს, არც სახელმწიფო ინსტიტუციას  და არც თვით თეატრების კავშირებს ამაში არანაირი მონაწილეობა არ აქვთ,  ეს ყველაფერი პოლიტიკისგან შორს არის.

ნორმალური და საღად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა იყოს ამის წინააღმდეგი. ტურისტული და ფულის მხარჯველი რუსეთი გვინდა და კულტურული და სპორტული ტურისტი არ გვინდა? ეს არის სახალხო დიპლომატიის უმაღლესი რანგი, კულტურული დიპლომატია, ასე არიან ისინი ჩამოსულები გასტროლებზე. ჩემთვის გაუგებარია ეს საპროტესტო ტალღა. თუ საქართველს მასშტაბით გამართულ ფესტივალებში მათ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რატომ არ შეიძლება ვუმასპინძლოთ ქუთათურებმაც. ეს არის დემონსტრირება იმისა  რომ, არსებული სიტუაციის მიუხედავად ჩვენ კულტურული, ტურისტული და სპორტული რუსეთის საწინააღმდეგო არაფერი  გაგვაჩნია.” – აცხადებს კოტე აბაშიძე.
მესხიშვილის თეატრთან საქართველოში მოსკოვის თეატრის,"ნიკიტკის კარიბჭეს" გასტროლები გააპროტესტეს. 

აქციის მონაწილეებმა მოსკოვის თეატრალურ დასს და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის ადმინისტრაციას  წითელი ბარათები უჩვენეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics