|
2019-10-19 22:02:53, 15266 ნახვა
კულტურა
სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა
ქართველი მწერლის, რეჟისორის, სცენარისტისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში აშენდა. 2-სართულიან შენობაში ორი საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, გოდერძი ჩოხელის პირადი კაბინეტი და ადმინისტრაციის ოთახი განთავსდება. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტის ღირებულებამ 397 000 ლარი შეადგინა. ახლადაშენებული მუზეუმი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და გოდერძი ჩოხელის ოჯახის წევრებთან ერთად გახსნეს. გოდერძი ჩოხელის ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიებაც გაიმართა. ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს. წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი. ჩატარდა საცხენოსნო სპორტული შეჯიბრება. მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი სამზარეულოს კერძები დაეგემოვნებინათ. „დღეს, ჩვენი რეგიონისთვის და სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. სოფელ ჩოხში, გოდერძი ჩოხელის მუზეუმი გაიხსნა. ეს არის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი, რომელმაც, მჯერა, თითოეული ქართველი გაახარა. გოდერძი გამორჩეული პიროვნება იყო. მან საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში და კულტურაში. მოხარული და განსაკუთრებულად ამაყი ვარ, რომ ის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთ-ერთი ულამაზესი ხეობის, გუდამაყრის შვილია“ - აღნიშნა შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ. დღესვე, გუდამაყრის ხეობაში, ფართოზოლოვანი ინტერნეტი გაეშვა, რომელიც ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხეობებში ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას, ჯანდაცვის სერვისებზე და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზამთარში, კლიმატური პირობების გამო, გარესამყაროდან იზოლაციის დაძლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაც იქნება.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)