|
2019-10-17 16:18:43, 2459 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - საქართველო შეფასებულია, როგორც დემოკრატიულ განვითარებაზე ორიენტირებული, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი
„ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული პროგრესი, იმავდროულად გახლავთ ჩვენი გუნდის, ჩვენი წარმატებული საქმიანობის მთავარი ინდიკატორიც. საქართველო დღეს ევროკავშირის მხრიდან შეფასებულია, როგორც მოწინავე, დემოკრატიულ განვითარებაზე ორინეტირებული, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ევროპული ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომლის უმთავრესი მიზანია ქვეყანა ფიზიკურად მოამზადოს გაწევრიანების პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ კუთხით აღსანიშნავია ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა", რომელიც უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბურობით, მონაწილეთა მაღალი დონით და საქართველოს მიმართ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებებით. „შემუშავდა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6 თვის ანგარიში; საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა 4 საფინანსო შეთანხმებას, რომლის ფარგლებში საქართველო ევროკავშირისგან 177 მილიონამდე ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს. მინისტრის განცხადებით, საქართველო განაგრძობდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას. ასევე, საქართველო აგრძელებდა დოკუმენტით „2020 წლისთვის 20 შედეგი" გათვალისწინებული ქმედებების გატარებას; მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ინოვაციურ ინიციატივას ქ. თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ევროპული სკოლის სახით“, - აღნიშნა ზალკალიანმა. მისივე განცხადებით, საქართველო, ასევე აქტიურად არის ჩართული ევროკომისიის მიერ წამოწყებულ საკონსულტაციო პროცესში, რომლის მიზანია პარტნიორობის ახალი სტრატეგიული ხედვისა და 2020 წლის შემდგომი მიზნების განსაზღვრა. საკუთარ გამოსვლაში, მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებში, ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებთან თანამშრომლობაზე, უსაფრთოხებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სექტორული ინტეგრაციის კუთხით თანამშროლობის გაღრმავებაზე. ყურადღება გამახვილდა 2018 წლის 21 ნოემბერს ქ. ბრიუსელში საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით, უმაღლესი დონის პირველი შეხვედრაზე, რომელიც უპრეცედენტო, მხოლოდ საქართველოსთვის შექმნილი ფორმატია. სამომავლო გეგმებზე საუბრისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აქტიური ძალისხმევა იქნება მიმართული ევროკავშირის აქტიურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნებისა და უფრო მეტად წარმოჩენისკენ. მინისტრის თქმით, დაწყებულია მუშაობა 2020 წლის მაისში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის, რომელსაც ხორვატია უმასპინძლებს.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)