07:45 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 11:45:14, 1704 ნახვა

პოლიტიკა
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი სომხეთის იუსტიციის ახალ მინისტრს შეხვდა

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა, სომეხ კოლეგა რუსთან ბადასიანთან გაცნობითი ხასიათს შეხვედრა გამართა. საუბრის თემა იუსტიციის სფეროში საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობა იყო. მხარეებმა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც წელს ერევანში ჩატარდება. ფორუმი ქართულ-სომხური ურთიერთობის წარმატებული ფორმატია და ის 2015 წლიდან იმართება.

თეა წულუკიანმა რუსთან ბადასიანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სამართლებრივ სფეროში გაცილებით ინტენსიური გახდა: 2013 წლიდან მოყოლებული, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა არაერთი შეხვედრა გამართა სომხეთის იუსტიციის მინისტრებთან; 2015 წელს საქართველო-სომხეთს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, სადაც აღინიშნა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, კერძოდ, მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს ნოტარიულ სფეროს, იურიდიული პირების სახელმწიფო რეგისტრაციას, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას და სხვა. სწორედ აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში იმართება ტრადიციული ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი, რომელიც  თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია  ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: სასამართლო რეფორმა, პრობაციის და პენიტენციურ სფეროში გასატარებელი რეფორმები, სადაც საქართველოს აქვს კარგი გამოცდილება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა თვალსაჩინოა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში.

შეხვედრის ბოლოს ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის შესახებ ისაუბრეს,  რომელიც დეკემბერში სომხეთში იმართება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics