09:53 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 10:01:42, 728 ნახვა

საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვალა

მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვალა. 

კერძოდ, მერიის ინფორმაციით, თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გასვლა აიკრძალება. აქედან გამომდინარე, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება და როგორც კერძო, ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს კავსაძის ქუჩიდან დაუკავშირდება. 

ამასთანავე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებით ბერძენიშვილის, აბაშიძისა და კავსაძის ქუჩების გავლით მობრუნდება. 

გარდა ამისა, მირცხულავას ქუჩის ჭავჭავაძის გამზირიდან ფალიაშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება, ხოლო რამიშვილის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება. ამდენად, რამიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართული იქნება მხოლოდ ამირეჯიბის გზატკეცილიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. 

ჭავჭვაძის გამზირის „პიქსელიდან" ვარაზისხევამდე მონაკვეთზე კვლავ ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდება, ხოლო რამიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე დაშვებული იქნება მოძრაობა მარცხნივ, ხოლო არაყიშვილის ქუჩიდან - მარჯვნივ. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics