07:44 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 12:04:03, 1554 ნახვა

პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს ადამ ვიოტეხს შეხვდა. 

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი ესწრებოდნენ. ჩეხურმა მხარემ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სისტემის მართვის საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ჯანდაცვის სამინისტრო წლებია აქტიურად თანამშრომლობს ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით. უახლოეს მომავალში ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის გახსნაა დაგეგმილი. ასევე დაწყებულია ბავშვთა პალიატიური დაწესებულების მშენებლობა. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი თბილისში რამდენიმე დღეში დაიწყება. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics