|
2019-10-14 10:20:35, 1352 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი თაფლის მწარმოებლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის მრჩეველთა კომიტეტის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და იმ ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომლებსაც სამინისტრო თაფლის სექტორის განვითარების მიზნით ახორციელებს. „ბოლო პერიოდში, თაფლის წარმოება 35%-ით გაიზარდა. ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების კარგი პოტენციალი გვაქვს. გამოწვევაა ბევრი საკითხი, მათ შორის, უვნებლობის, ვეტერინარიის და შესაბამისი თანამედრივე ცოდნის მიმართულებებით. ვფიქრობთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, თაფლი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი გახდება. აღსანიშნავია, რომ მნიშველოვანი პროგრესი უკვე სახეზეა. საერთაშორისო გამოფენებში აქტიურად ვმონაწილეობთ; ევროპის ბაზრებზე ექსპორტის უფლებაც მივიღეთ. სამომავლოდ, აქტიური ექსპორტის განხორციელების ამბიცია გვაქვს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც კავკასიის ალიანსების პროგრამების ლიდერმა, ჰელენ ბრადბერმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების წარმომადგენლების დასწრება მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას. კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის თავმჯდომარე, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი, ომბუდსმენის აპარატი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების გამგეობის წევრები, კერძო ლაბორატორიების წარმომადგენლები და თაფლის მწარმოებლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი" და „კავკასიის ალიანსების პროგრამა".
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)