|
2019-10-11 13:03:27, 4656 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა, - ამის შესახებ ხაზარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მოძრაობის ახალი წევრები არიან: ოქტაი ქაზუმოვი - ფილოლოგი, მთარგმნელი; ქეთევან ჟვანია-თაისონი - პიროვნული განვითარების ტრენერი, ტრანსფორმაციული ქოუჩი, არაფორმალური განათლების სპეციალისტი და ახალგაზრდული მუშაკი; ნდრო ბიბილეიშვილი - ბიზნესმენი; ნიკოლოზ კიკვიძე - ეკონომისტი, სამოქალაქო აქტივისტი; ეთერ გაიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; თემურ არაბიძე - ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი; ირაკლი აფაქიძე - მსახიობი; ნინო მგალობლიშვილი - სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, კულტურის კვლევების დოქტორი; ნუკრი საჯაია - ბიზნესის მართვის სპეციალისტი; რამაზ ბლუაშვილი - მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ „ნოვა"-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი; ნინო ყამბეგაშვილი - პიანისტი, ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი; ირაკლი ქადეიშვილი - მხატვარ-არქიტექტორი. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი. მეორე წარდგენა 26 სექტემბერს შედგა და მოძრაობაში გაწევრიანდნენ: ადვოკატი ალექს ბოლქვაძე, პოეტი/სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ შავგულიძე, მასწავლებელი ნია ჭაჭიაშვილი, ჰიდრო და საზღვაო ინჟინერი გიორგი წურწუმი, იურისტი ამირან ფაჩუაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქაძე, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მაცაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, მეცნიერი/ფილოსოფოსი თამაზ ბუთხუზი. მესამე წარდგენა 3 ოქტომბერს შედგა.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)