|
2019-10-10 16:31:11, 1149 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა
მიმდინარე წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში მდებარე კორპუსების მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რაიონის გამგეობამ 403 594 ლარი დახარჯა. ამ ეტაპზე სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-3 კორპუსში ხორციელდება. სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს აქტიურად ვახორციელებთ. კონკრეტულად ამ კორპუსის წყალარინების ქსელი 46 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. საბოლოო ჯამში, 173 ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 69 446 ლარია. პროექტის ფარგლებში, 250 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი იცვლება, ასევე, 15 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება. ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ნოემბერში კორპუსის ქსელების რეაბილიტაცია კიდევ ოთხ მისამართზე დაიწყება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)