|
2019-10-10 10:41:31, 796 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, C ჰეპატიტის შესახებ, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ 14-15 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენცია „C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციაში დარგის ქართველ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები. მათ შორის ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი იურგენ როქსტრო; ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის ღვიძლის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე,პროფესორი მასიმო კოლომბო; ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანჩესკო ნეგრო; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები და დელეგატები აღმოსავლეთ ევროპისა და ენტრალური აზიის რეგიონიდან. როგორც საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, 14 ოქტომბერს თბილისში იწყება „აივ/შიდსით ავადმყოფებში C ჰეპატიტის მიკროელიმიანციის საერთაშორისო შეხვედრა“ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით. ეს შეხვერდა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ელიმიანციის სამინზეების მიღწევას როგროც საქართველოში, ისე მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წლიდან უზრუნველყო უნივერსალური ხელმისაწვდომობა C ჰეპატიტის მკურნალობაზე ყველა აივ/C ჰეპატიტით კო-ინფიცირებული პაციენტისათვის. სადღეისოდ ქვეყანას ერთი ნაბიჯი აშორებს გამვლონილ აივ/შიდსით პაციენტებში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევამდე, რაც უნიკალური მიღწევაა საერთაშორისო დონეზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)