|
2019-10-09 14:47:08, 2148 ნახვა
საზოგადოება
„ჯიხურში სწავლობდით თუ ბაღში, უნდა დავადგინოთ თქვენი კვალიფიკაცია“ - სამადაშვილმა გენპროკურორს თაღლითი უწოდა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს "თაღლითი" უწოდა. დეპუტატმა შალვა თადუმაძეს კითხვა მის დიპლომთან დაკავშირებით დაუსვა. კერძოდ, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ თადუმაძეს დიპლომი გაყალბებული აქვს. თავის მხრივ, თადუმაძემ განმარტა, რომ დიპლომი მან 1990-იან წლებში არსებული კანონმდებლობის დაცვით მიიღო. "თქვენ სწავლობდით ჯიხურში თუ სადმე ბაღში, ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი კვალიფიკაცია. საერთაშორისო სამართალი რომ არ გისწაცლიათ ეგეც არ გახსოვთ, თანაკურსელები ვინ გყავდათ ეგეც არ იცით", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ამის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სამადაშვილს წესრიგისკენ მოუწოდა და მიკროფონი გაუთიშა. "ქალბატონო სალომე, მოგიწოდებთ ეთიკურად და კორექტულად მოიქეცით. მესმის, რომ თქვენგან კორექტულობა შორს არის. პატივი ეცით პარლამენტს. თავი შეიკავეთ. თუ ხართ მზად, რომ ეთიკურად ისაუბროთ, მიკროფონს ჩაგირთავთ", - მიმართა ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)