06:35 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 13:12:22, 2081 ნახვა

საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +21, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების ვარაუდით, 9 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მათივე ცნობით, 10 ოქტომბერს ისევ გამოიდარებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 7 და 9 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics