|
2019-10-05 14:44:35, 2868 ნახვა
საზოგადოება
ლეგენდარული გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს
ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრიდან ბოლო გზაზე თაშით გააცილეს. მაესტროს სამოქალაქო პანაშვიდი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და თაყვანისმცემლებმა მიაგეს. გია ყანჩელს მისი პირადი სურვილის მიხედვით დიდუბის ფანტეონში დაასაფლავებენ. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო დონის კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ გია ყანჩელი მსოფლიოს სამ უდიდეს კომპოზიტორს შორის დასახელდა. ის იტალიელ კომპოზიტორებთან – ნინო როტასთან და ენიო მორიკონესთან ერთად, გია ყანჩელი საუკეთესოდ არის მიჩნეული. გია ყანჩელი 1972 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ მუშაობდა. 1979 წელს კი იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)