|
2019-10-05 11:46:13, 3135 ნახვა
საზოგადოება
„უწყებაში დაბარება კრიტიკული მედიის დაშინებას ემსახურება“ - ნოდარ მელაძე პროკურატურაში მივიდა
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც უწყებაში შესვლამდე მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლების და მფლობელების საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათ დაშინებას ემსახურება. მელაძის მტკიცებით, ხელისუფლებას კრიტიკული მედიის დახშობა სურს, თუმცა მანვე დასძინა, რომ "ქართულ ოცნებას" ეს არ გამოუვა. "წინასწარ არ ვიცი რა კითხვები ექნებათ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს. როცა შევალ ამას გავიგებ. სავარაუდოდ ეს ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში დამიბარეს მეც გამოკითხვაზე. ეს პროცესი არის კრიტიკული მედიის დაშინება, დისკომფორტის შექმნა ადამიანებისთვის. ბოდიში მაგრამ ჩვენ ვერ დაგვაშინებენ. არც ერთ ცხელ წერტილში არ შემშინებია და არც პროკურატურის მეშინია. ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად. ყველა კრიტიკული მედიის მფლობელის წინააღმდეგ დაიწყეს სამართლებრივი განხილვები. კრიტიკული მედიის არსებობა აუცილებელია და ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ", - განაცხადა ნოდარ მელაძემ. აღსანიშნავია, რომ გენერალურ პროკურატურასთან მელაძის კოლეგები იმყოფებიან. ადგილზე "ტვ პირველის" წამყვანები ინგა გრიგოლია და დიანა ტრაპაიძე მივიდნენ, მათთან ერთად "ტვ პირველის" მფლოობელი ვატო წერეთელიც არის. უწყებასთან აგრეთვე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც იმყოფება. ცნობისთვის, ნოდარ მელაძის გარდა გენერალურ პროკურატურაში ტელეკომპანია "რუსთავი" 2-ის ყოფილი წამყვანი გიორგი გაბუნიაც არის დაბარებული, რომელიც უყებაში ორსაბათს უნდა გამოცხადდეს. შეგახსენებთ, რომ მანამდე საგამოძიებო უწყებაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და "რუსთავი 2"-ის ყოფილი წამყვანი ზაალ უდუმაშვილი და "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი გამოკითხეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)