|
2019-10-05 10:38:56, 1267 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველი კობა კეთილაძე სამსახურიდან განსაკუთრებულად გააცილეს
ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველს - კობა კეთილაძეს, რომელსაც 55 წელი შეუსრულდა, დღეს სამსახურში ბოლო სამუშაო დღე აქვს. იგი 8 წლის განმავლობაში ერთგულად და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მსახურობდა სახანძრო-სამაშველო სამსახურში. ღვაწლმოსილ მეხანძრე-მაშველს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხონის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში ესტუმრა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა თვაური და იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ახალი ინიციატივა დაინერგა, რომელიც დამსახურებული მეხანძრე-მაშველების სათანადოდ დაფასებას და სამსახურიდან მათ ღირსეულად გაცილებას ემსახურება. აღნიშნული სიახლე სამომავლოდ ტრადიციად დამკვიდრდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)