|
2019-10-04 11:54:07, 906 ნახვა
საზოგადოება
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სტუდენტებს შეხვდნენ
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გიოტმიოლერმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. სტუდენტებს სიტყვით მიმართა ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ჩრდილოატლანტიკურ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის, ასევე საქართველოს მთავრობის ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება და ურთიერთობები ჩრდილოატლანტიკურ მოკავშირეებთან. ჩვენ ვრჩებით, ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ISAF-ის ოპერაციებში არაწევრ ქვეყნებს შორის და ჩვენი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე როუზ გიოტმიოლერმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, მათთან გამკლავების მექანიზმებზე ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ნატოს დღეები საქართველოში 3 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმებისა და პერსპექტივების შესახებ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)