|
2019-10-04 10:27:17, 902 ნახვა
საზოგადოება
მუხიანში სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა
გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, კაპიტალური რეაბილიტაცია მუხიანის მეორე მიკრორაიონის N4 კორპუსთან მდებარე მოედანს ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა ლითონის მავთულ-ბადეები, მოეწყო ბეტონის საფუძველი, განახლდა ბალახის ხელოვნური საფარი და ყველა სხვა საჭირო ინვენტარი განთავსდა. აღნიშნული მოედნის რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 820 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო. სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა. გლდანის რაიონში, საერთო ჯამში, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია წელს 22 მისამართზე განხორციელდა
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)