|
2019-10-02 18:58:58, 1306 ნახვა
საზოგადოება
„გირჩი“ - შსს-ში გვითხრეს, რომ 1 წელი სუს-ი გვისმენდა
პოლიტიკური მოზრაობა „გირჩის“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, მათი უწყებაში დაბარება 2018 წელს ჩატარებულ კანაფის ფესტივალს უკავშირდებოდა. პარტიის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ უთხრეს, რომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მათი მოსმენა1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარტიის დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, მათი წევრების უწყებაში დაბარება დაშინების მცდელობა იყო. „მე ვიყავი მთავარი ორგანიზატორი ამ ფესტივალის, ფორმალურად იქ ვინც კი რაიმე დანაშაული ჩაიდინა ჩავიდინე მე, შესაბამისად უნდა ვიყო პირველ რიგში მე დაბარებული თუმცა არავის არ დავუბარებივარ, ეს არის დაშინების მცდელობა", - აღნიშნა ჯაფარიძემ. ამასთან, მან Facebook-პოსტიც გამოაქვეყნდა: "გამოვიდა მირიანი. უთხრეს სუსი გისმენდათ ერთი წელი, ყველაფერი ვიცით როგორ ცხოვრობთ, რას ლაპარაკობთ და რას აკეთებთო, და ახლა საქმეს ვხურავთო. ჰოდა - 1 წელი თუ ჩვენ მართლა გვისმენდნენ და გვიყურებდნენ, და დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს, რავი აბა, რად გვინდა ეგეთი სუსი?", - წერს ჯაფარიძე. პარტიის კიდევ ერთი წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, შსს-მ სატელეფონო საუბრებში კანონდარღვევა ვერ აღმოაჩინა. "მე რომ მარიხუანის ლეგალიზაციის ფესტივალს ვაორგანიზებდი, ეგ ფესტივალამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. ამის გამო მთელ პოლიტიკურ პარტიას და მხარდამჭერების რომ უსმენ და პირადი ცხოვრების ამბავს რომ იგებენ ეს არის პრობლემა", - განაცხადა ხვიჩიამ ჟურნალისტებთან დაუბარში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)