03:22 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 15:46:15, 1384 ნახვა

საზოგადოება
„მხარდაჭერა გავრილოვის პატიმრებს“ - #სირცხვილიამ გლდანის ციხესთან აქცია გამართა

სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტებმა 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მხარდასაჭერად გლდანის ციხესთან  საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორებმა ადგილზე სხვადასხვა წარწერებიანი ბანერები მიიტანეს:  „შერჩევითი სამართალი“, „ოცნება რუსეთის სამსახურში“, „მხარდაჭერა გავრილოვის პატიმრებს“.

გარდა ამისა, მათ ციხესთან დინამიკებიც მიიტანეს, რათა პატიმრებისთვის ხმა გაეგონებინათ.

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ციხესთან 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაკავებულების სახელები და გვარები წაიკითხა.

„თქვენ არ ხართ მარტო, ვიდგებით ყველგან, სადაც თქვენი უფლებების დაცვას შევძლებთ. არც ჩვენ ვართ ცოტანი და კიდევ უფრო მეტნი გავხდებით, მხოლოდ იმიტომ, რომ არცერთი უკანონო პატიმარი ციხეში არ იყოს. არ შეუშინდეთ, სისტემას, არ გატყდეთ, გამაგრდით“, - მიმართა მაქარაშვილმა ბრალდებულებს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics