|
2019-10-02 13:51:14, 1111 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის ციხის დირექტორი, სადაც პატიმარმა თავი მოიკლა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს
იუსტიციის მინისტრმა ქუთაისის სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება დაწესებულებაში გუშინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. „საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო გუშინ საღამოსვე, როდესაც ეს ფაქტი გახდა ცნობილი იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციისთვის. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მტკიცებულებების შეგროვება და ამ მომენტშიც მიმდინარეობს. ძირითადი მტკიცებულებები შეგროვებული გვაქვს. უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმედი მაქვს რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი და ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ამ თვითმკვლელობის თავიდან აცილება და ხომ არ იკვეთება მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ქუთაისის პენიტენციური დაწესებილების რომელიმე თანამშრომლის”, - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში თავი მოიკლა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)