|
2019-10-02 11:56:56, 711 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის მერი კახა კალაძე ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გია ყანჩელის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას სამძიმარი გამოუცხადა. „მინდა, მწუხარება გამოვთქვა ქართველი კომპოზიტორის, განწყობის, მუსიკის, დიდოსტატის, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ადამიანის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. ძალიან სამწუხაროა. ის იყო მრავალი საერთაშორისო პრემიის ლაურეატი და მსოფლიოში აღიარებული შემოქმედი. აღიარება არის ის სიყვარული, რასაც ის ქართველი ხალხისგან იღებდა. ასევე, მთავარი აღიარება არის ის სიყვარული, რაც მისმა მუსიკამ დატოვა ადამიანებში. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებსა და ნათესავებს, მეგობრებს და ქართულ საზოგადოებას. ნამდვილად სამწუხაროა“, - განაცხადა თბილისის მერმა. ცნობილი ქართველი კომპოზიტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)