|
2019-10-01 12:57:48, 1017 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი: მივმართავ პროკურატურას, დიმიტრი გაბუნიას გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კარგად გამოიძიოს
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და მოუწოდებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი გაბუნიას გავლენები კარგად გამოიძიონ. როგორ ნადირაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს გიორგი მიროტაძე წარუდგინა, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორი იყო. მისივე განცხადებით, „ნათლად ჩანს ნეპოტიზმის პრობლემა“. „საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მიროტაძის კანდიდატურა შემოიტანა და პარლამენტს სთხოვა მისი დამტკიცება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. ეს ადამიანი სულ ცოტა ხნის წინ გამოკითხვაზე იმყოფებოდა პროკურატურაში. ის დაკითხეს შეწყალების საქმესთან დაკავშირებით იმის გამო, რომ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ბატონი გაბუნიას პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პოლიტიკურ ნეპოტიზმთან. ბატონი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე. ამის გამო, ჩვენ გვინდა პროკურატურას მივმართოთ, რომ კარგად გამოიძიოს ამ ადამიანების გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუ ის დაკავებულია ნეპოტიზმით, ჩვენ გვჭირდება ნათელი პასუხი დაკავებულია თუ არა ის შეწყალების საქმეში რაიმე როლის შესრულებით“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ბათუმის მერიის თანამშრომელმა დიდი ოდენობით ქრთამი აიღო, იგი დაკავებულია
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
უკრაინამ მოსკოვის ოლქსა და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად Wildberries-ის საწყობებს შეუტია, ხუთი ადამიანი დაიღუპა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)