12:44 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 15:06:03, 1494 ნახვა

პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 2020 წლის ბიუჯეტი 317 მილიონი ლარი იქნება

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის 317 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მინიტრის განმარტებით, ეს  2019 წელთან შედარებით, საბიუჯეტო სახსრების 3 %-ით ზრდას გულისხმობს. 

„სამინსიტრო, როგორც გარემოს დაცვითი, ისე აგრარული მიმართულებით სისტემურ განვითარებას  გაწერილი სტრატეგიის შესაბამისად აგრძელებს. ჩვენთვის, 2020 წელს, ისევე როგორც ბოლო წლებში, ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტული იყოს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერების და კერძო ინიციატივების მხარდაჭერა. ჩვენი  განვითრების პოლიტიკა სწორედ კერძო ინიციატივებით სოფლად ეკონომიკური  მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობს. 2020-ში, 2019 წელთან შედარებით, 36 %-ით  არის  გაზრდილი სოფლის განვითარების პროგრამების დაფინანსება, რაც გულისხმობს იმ დანაპირების  შესრულებას, რომელიც ჩვენ გვქონდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, შესაბამისად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა  გაგრძელდება. ჩვენ შევინარჩუნეთ მნიშვნელოვანი    საგრანტო თანადაფინანსების პროგრამები, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს  და, ვფიქრობ, კარგი შედეგის მომტანია სოფლის მეურნეობის განვითრების კუთხით; გაგრძელდება მრავალწლიანი კულტურების მხარდამჭერი პროგრამა - „დანერგე მომავალი“; მათ შორის, სხვადასხვა  ქვეპროგრამა, რომელიც უკავშირდება კენკროვანებს და ისეთი პრიორიტეტული   კულტურების განვითარებას, რომლებსაც შიდა ბაზარზე საექსპროტო პოტენციალი გააჩნია. ჩვენ ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამებს იმისთვის, რომ სოფლად გაიზარდოს დასაქმების პერსპექტივა და, შედეგად, შემოსავლები ჩვენი მოქალაქეებისთვის. აგროდაზღვევის  მიმართულებით  ბიუჯეტი გაზრდილი გვაქვს სოფლის მეურნეობაში რისკების პრევენციისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომაზე.  

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics