|
2019-09-30 12:17:19, 1288 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: 2020 წლის ბიუჯეტზე, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზეა დაყრდნობილი, მუშაობას ვასრულებთ
„2020 წლის ბიუჯეტი ჩვენი საზოგაოდების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს ითვალისწინებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთვრობის რიგგარეშე სხდომის დროს განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტი განიხილება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საფინანსო დოკუმენტში ასახულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელსაც ეყრდნობა მმართველი პოლიტიკური გუნდი. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ამ ბიუჯეტის ეფექტიან შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარება 2020 წელს. „ქვეყნის 2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობას ვასრულებთ და საბოლოო განხილვა გვექნება ჩვენ დღეს, რის შემდეგაც ამ ბიუჯეტს წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს. ბიუჯეტის პროექტი ჩვენი მთელი გუნდის შრომის შედეგია. მასში ასახულია ის ძირითადი პროექტები, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ეყრდნობა, გარდა ამისა, ამ ბიუჯეტის ეფექტიანი შესრულება და ამ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ეფექტიანი განვითარება 2020 წელს. 2020 წლის არის სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობით განმსჭვალული და ეკონომიკური განვითარების არის ჩვენი მოქალაქის უფრო მეტი შესაძლებლობებისთვის. ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოქალაქეების საჭიროებებზე არის დაყრდნობილი ეს ბიუჯეტი და რაც მთავარია, ის ითვალისწინებს ჩვენი საზოგაოდების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების სოციალურ ინტერესებს. იმ ჯგუფების, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება დამოკიდებული და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არიან ბავშვები და რა თქმა უნდა, არიან ჩვენი პენსიონერები, ღვაწლმოსილი მოხუცები, რომებზეც ზრუნვის ვალდებულება ჩვენ გვაქვს. ასევე, რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტში ყურადღება იქნება მიქცეული მასწავლებელებზე, ექიმებზე, სამართალდამცველებს და ჯარისკაცებზე. სწორედ, ამიტომ ამ ბიუჯეტის ძირითადი პრინციპი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ
როიტერი: აშშ ხუთი დიპლომატიური მისიის დახურვას გეგმავს
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)