23:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 21:32:11, 2465 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო ერთი სადარბაზოდან 18 ოჯახი გამოასახლეს

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ნგრევის საფრთხის გამო საცხოვრებელი კორპუსის ევაკუაცია საღამოს განხორციელდა, კორპუსის მე 8 სადარბაზოდან დროებით სულ 18 ოჯახი გაასახლეს.

სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში, კორპუსში, რომლიდანაც მოსახლეობა გაასახლეს, კიბის უჯრედებმა დაიწია.

„ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები, დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები და ვიდრე დასრულდება, მერია მცხოვრებლებს უზრუნველყოფს სხვა საცხოვრებლით.

მესამე ხარისხის დაზიანებაა, დღეს დაიწია კიბის უჯრედებმა და მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გასახლების გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა სამხარაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics