|
2019-09-28 12:44:11, 2470 ნახვა
საზოგადოება
ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას არაფორმალურ გარემოში, ერთ-ერთ კაფეში შეხვდა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. როგორც კვირიკაშვილმა „მთავარ არხს“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს, თუმცა ყოფილი პრემიერის განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით ძალიან უკმაყოფილოა. „მე მგონი ქვეყანაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება, რაზეც შეიძლება ისაუბრო. მე და ეკა ბესელია ერთი საათი ვსაუბრობდით. დეტალებს თქვენ ვერ მოგიყვებით. პოლიტიკაში ნამდვილად არ ვბრუნდები და არცერთი პოლიტიკური პოზიციისთვის ბრძოლას არ ვაპირებ, მაგრამ ძალიან ბევრი რამით ვარ შეწუხებული იმით, რაც დღეს ხდება“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა მანვე განმარტა, რომ პოლიტიკური მოსაზების დაფიქსირებას არასდროს მოერიდება. „როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჩემი მოქალაქეობრივი, თუ პოლიტკური პოზიცია მექნება. რაღაც შეიძლება მომწონდეს, რაღაც შეიძლება არ მომწონდეს. მაგალითად, 20 ივნიის რაც იყო ძალიან არ მომეწონა და გავაკეთე კიდევაც ამის შესახებ განცხადება. არასოდეს ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ. ზოგი ამბობს, რომ დააშინეს, დააშანტაჟეს და ა.შ. მგონი დაშანტაჟებულ კაცს ნამდვილად არ ვგავარ“, - განაცხადა კვირკაშვილმა.
ფოტო © მთავარი არხი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)