23:46 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-27 14:58:21, 2449 ნახვა

საზოგადოება
ცოფთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ხვალ ცხოველთა ვაქცინაცია 10 მისამართზე ჩატარდება

28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 10 მისამართზე ჩაატარებს. ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ცხოველებს ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარონ.

სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე შემდეგი განრიგის მიხედვით მივა:

1.            ვარკეთილი, მედიათეკის სკვერი, ჯავახეთის ქუჩისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების კვეთა - 8:30-10:00 სთ.

2.            ავლაბარი, ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერი (ლეხ კაჩინსკის ქუჩა N11-ის მიმდებარედ) – 10:30-12:00 სთ.

3.            ორთაჭალა, კრწანისის ქუჩა N7, კრწანისის სკვერი - 12:30 -14:00 სთ.

4.            ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N267-ის მიმდებარე სკვერი (პლიციასთან) – 15:00-16:30 სთ.

5.            მეტროსადგურ ღრმაღელესა და სანზონის N1 კორპუსს შორის მდებარე სკვერი - 17:30-19:00 სთ.

6.            ია კარგარეთელის ქუჩა N133/11, ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღის შესასვლელთან - 8:30-10:00 სთ.

7.            მ. კოსტავას 37, ვერის ბაღის შესასვლელთან - 10:30-12:00 სთ.

8.            ბუკიას ბაღი - 12:30-14:00 სთ.

9.            ა. ბელიაშვილის ქუჩა N1, ბრატისლავას სახელობის სკვერი- 15:00-16:30 სთ.

10.          გლდანი, მე-6 მიკრორაიონი, მე-7 და მე-20 კორპუსებს შორის მდებარე პარკი. (ძაღლების გასასეირნებელ სივრცესთან) - 17:30-19:00 სთ.

 

საკონტაქტო პირი: ნატა უზუნაშვილი - 557 514 566  

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics