|
2019-09-27 10:49:34, 1747 ნახვა
საზოგადოება
28 სექტემბერს მთაწმინდის პარკი საბავშვო ფესტივალს უმასპინძლებს
28 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში, უკვე მეორედ, თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალზე მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილე კომპანიებისგან განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება, ბავშვები კი სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში ჩაერთვებიან. ფესტივალის აქტივობები განაწილებული იქნება შემდეგ ზონებში: • სპორტის ზონა - სპორტული აკადემიები, სპორტსკოლები, სპორტული წრეები; • განათლების ზონა - კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; • ჯანმრთელობის ზონა - ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები, ფსიქოლოგები • გართობის ზონა - გასართობი ცენტრები, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები • საბავშვო სტარტაპების ზონა - საბავშვო მიმართულებით მომუშავე სტარტაპები ფესტივალის სტუმარ მშობლებსა და ბავშვებს საკუთარი ზონით დახვდება თიბისიც. მშობლებს შვილებისთვის მოსწავლის #1 ბარათის აღება უფასოდ შეეძლებათ. ბარათს აქვს სპეციალური შეთავაზებები, რაც გულისხმობს ფასდაკლებებს ბავშვების საყვარელ გასართობ ადგილებში. #1 ბარათის მისაღებად მშობლის პირადობა და ბავშვის დაბადების მოწმობაა საჭირო. პატარა მომხმარებლები, რომლებიც ბარათს აიღებენ, დავით კაკაბაძის თემატიკის საჩუქრებასაც მიიღებენ: ბლოკნოტებს, ფანქრებს, ცხრილებს, სანიშნეებსა და სტიკერებს. ფესტივალში მონაწილეობას იღებს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. შესაბამისად, სტუმრებს საბავშვო წიგნების შეძენის ექნებათ. მხოლოდ ამ დღეს მთაწმინდის პარკისგან გელით საჩუქარი - ულიმიტოდ საბავშვო ატრაქციონების ზონით სარგებლობა 17 ლარად. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია, წარმდგენი კი თიბისი.
(R)
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)