12:32 - 04 Aug, 2026
|
2019-09-26 18:51:45, 2545 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრაზე: ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა ოკუპაცია იყო
საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი გახლდათ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. „გიდასტურებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა. შეხვედრაზე ქართული მხრიდან განხილვის მთავარი თემა გახლდათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)