|
2019-09-26 11:42:27, 1119 ნახვა
პოლიტიკა
სოლომონ პავლიაშვილი სომხური დელეგაციის წევრებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცეპრეზიდენტი და საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლენა ნაზარიანი ხელმძღვანელობდნენ. მინისტრის მოადგილემ ტყის, ბიომრავალფეროვნების სექტორის და ნარჩენების მდგრადი მართვის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო საკითხებზე ისაუბრა და სახელმწიფოში გარემოსდაცვითი საკითხების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სანერგე მეურნეობის და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საქმიანობის საკითხებსაც. „ჩვენთვის საინტერესოა საქართველოში მიმდინარე პროგრამების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ვიზიტები ხელს უწყობს ქვეყნების განვითარებას“, - აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცეპრეზიდენტმა, ლენა ნაზარიანმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი, საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)