|
2019-09-26 11:36:05, 1146 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: 2012 წლიდან სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შედეგი ხელშესახებია
დემოკრატია არ შენდება 24 საათში და არც 10 წელიწადში. ის არის პროცესი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების შერჩევის პროცესს გამოეხმაურა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, სასამართლო სისტემაში რეფორმების განხორხციელების მხრივ პოზიტიური შედეგებია, თუმცა მისი შეფასებით გამოწვევებიც რჩება. „ჩვენს ქვეყანაში საფრთხე, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ არსებობს განვითარების პროცესი, რომელ პროცესსაც ჩვენ ყველამ - მთავრობის წარმომადგენებმა თუ მოქალაქეებმა სხვადასხვა სექტორიდან ხელი უნდა შევუწყოთ, რადგანაც ინსტიტუციური დემოკრატია არ შენდება 24 საათში და არც 10 წელიწადში. ის არის პროცესი. ამ მშენებლობის გზაზე ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი. ის რომ საქართველოში არაერეთი რეფორმა ჩატარდა 2012 წლიდან დღემდე სასამართლო სისტემაში ნათელია. ამ რეფორმების შედეგი არის ხელშესახები. ეს პროცესები არის პოზიტიური, მაგრამ გამოწვევა არის ის, რომ პოზიტიური შედეგები შევინარჩუნოთ, რეფორმები გავაგრძელოთ და მივაღწიოთ იმას, რაც თითოეულ ჩვენგანს გვინდა. კომპეტენციის მხრივ ჩვენ გვყავს არამხოლოდ მოქმედ მოსამართლეებში, არამედ იმ კანდიდატებში, ვისაც შეიძლება მომავალში სურდეს მოსამართლეობა, როგორც კვალიფიციური, ასევე ნაკლებად კვალიფიციურები. შესაბამისად, ეს რჩება გამოწვევად და ეს უნდა დავინახოთ, როგორც პროგრესის გზაზე განვითარების პროცესი და არა ის, რომ უცბად მოვიგონოთ საბოლოო შედეგი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)