|
2019-09-26 10:11:06, 1123 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე: გპირდებით, ომს არ დავიწყებთ, თუმცა ურთიერთობები გაგვიფუჭდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდება, ოფიციალური მოსკოვი ომს არ დაიწყებს. თუმცა, მისივე განმარტებით, ურთიერთობები ამ ვითარებაში გაუარესდება. "თუ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება, ომს ჩვენ არ დავიწყებთ, ამის პირობას მე გაძლევთ. მაგრამ ჩვენი ურთიერთობები ნატო-სთან და იმ ქვეყნებთან, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, გაუარესდება", - განაცხადა ლავროვმა "კომერსანტთან" ინტერვიუში. კითხვაზე - დახურა თუ არა რუსეთმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით, ლავროვმა უპასუხა, რომ ეს რუსეთის მიზანი არ ყოფილა. "ჩვენ არაფერი დაგვიხურავს. ეს ჩვენი მიზანი არ ყოფილა. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ არ გვსურს ნატო-ს ყოლა ასეთ სიახლოვეში. არ გვინდა, რომ ნატო-მ ჩვენს საზღვრებთან წვრთნები ჩაატაროს. თუმცა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენ იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ, როცა მიხელ სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებისთვის მიცემული ყველა პირობა დაარღვია, სამხრეთ ოსეთში ჯარის შეყვანის დანაშაულებრივი ბრძანება გასცა და მშვიდობიან მოსახლეობასა და მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი გაუხსნა. ჩვენ მაშინ ნატო-ზე არ ვფიქრობდით, ჩვენ მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ვფიქრობდით. ვიცოდით, რომ ქართულ ჯარს ჰქონდა მოსახლეობის განადგურების შესახებ განკარგულება. თუმცა, რა თქმა უნდა, ნატო-ს მოახლოება ჩვენს საზღვრებთან რუსეთს საფრთხეს უქმნის", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)