|
2019-09-25 14:31:37, 1816 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი გაბუნია: მალე იმ ცრუპენტელას ვინაობას დაგისახელებთ, ვინც თითქოს კორუპციაში მამხილა
მალე იმ ცრუპენტელას ვინაობას დაგისახელებთ, ვინც თითქოს კორუპციაში მამხილა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხზე დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ ჟურნალისტური გამოძიება მიმდინარეობს. „ყველა იმ ცრუპენტელას მიმართ, ამ წუთში მე გვარსა და სახელს არ დავასახელებ შევიტან სარჩელს, ვინც საჯაროდ მე ხელი დამადო და თითქოს მამხილა კორუპციაში. მე დავაანონსე კიდევ და ამ დღეებში გეტყვით, დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება მიმდინარეობს და დაგისახელებთ კონკრეტულ სუბიექტს. დამოუკიდებელი ჟურნალისტები მუშაობენ და ძალიან მალე დაგისახელებთ საზოგადოებისთვის საკმაოდ ცნობილ ადამიანის სახელს. მე კი გეუბნებით არათუ სია არ ვიცი, საერთოდ შემხებლობა არ მქონია შეწყალების დეპარტამენტთან. მე მოვაწერე გაუთქელობის ხელწერილს ხელი და რაც შეეხება, თუ დავაპირებ გადადგომას, პირველი თქვენ შეგატყობინებთ“, - განაცხდა დიმიტრი გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)