|
2019-09-25 12:00:08, 988 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრი ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნიუ-იორკის საგანგებო მზადყოფნისა და მასზე რეაგირების ოფისის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. სამინისტროს ინფორმაციით, ოფისი არსებული ყველა საგანგებო შემთხვევის პრევენციასა და შემდგომ ანალიტიკაზე მუშაობს. ხდება საშიშროებების მასშტაბების გათვლა, დაგეგმარება, რისკების მენეჯმენტი. ოფისს მუდმივი კოორდინაცია აქვს ნიუ-იორკში არსებულ ყველა სამედიცინო დაწესებულებასთან, რათა საგანგებო სიტუაციების შექმნის შემთხვევაში სისტემამ ეფექტურად შეძლოს მუშაობა. ამერიკელმა კოლეგებმა ქართული დელეგაციის წევრებს, მუშაობის საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განხადებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან საქართველოში სხვადასხვა ტიპის სამსახურების გაერთიანება ხდება და „საქართველოში ვანხორციელებთ სვადასხვა ტიპის სამსახურების გაერთიანებას და ერთი ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბებას, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიზიაროთ ის გამოცდილება რაც გააჩნია ნიუ-იორკის შტატს.“
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)